|
2023-12-25 10:26:26, 1463 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 28 დრონი და 2 ბომბდამშენი გავანადგურეთ
უკრაინამ, 25 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 28 დრონი და 2 ბომბდამშენი გაანადგურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გაშვება ყირიმიდან დაფიქსირდა. "2023 წლის 25 დეკემბრის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას ოკუპირებული ყირიმიდან Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს. სულ დაფიქსირდა 31 Shahed-136/131-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება. საზენიტო ბრძოლის შედეგად ოდესის, ხერსონის, ნიკოლაივის, დონეცკის, კიროვოგრადისა და ხმელნიცკის რაიონებში უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების ძალებითა და საშუალებებით განადგურდა 28 უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო შეტევისას მტერმა ასევე გამოიყენა Kh-59-ის მართვადი საჰაერო რაკეტა ზაპოროჟიეს მიმართულებით და Kh-31P-ის სარადარო რაკეტა შავი ზღვიდან. ორივე განადგურებულია. საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა ასევე გაანადგურეს მტრის ორი ბომბდამშენი: ერთი Су-34 დონეცკის რეგიონში (რომელიც საღამოს დაფიქსირდა) და ერთი Су-30СМ შავი ზღვის თავზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)