20:36 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-24 15:31:29, 704 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ნინოშვილის ქუჩაზე ქარის შედეგად სახლის სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია ნინოშვილის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლის სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მერიის განცხადების თანახმად, სახლში მცხოვრები ოჯახები ქირით გაყვანას არ საჭიროებენ, ახალი სახურავი კი, უახლოეს მომავალში მოეწყობა.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ ე.წ. კრიტიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ნინოშვილის ქუჩა N21-ში, ძლიერი ქარის გამო დაზიანებული სახურავის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილი მცხოვრებლების ბედი ამ დრომდე არ მოუკითხავს ჩუღურეთის რაიონის გამგეობას. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რაც ემსახურება თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას. 

გუშინ საღამოს, ძლიერმა ქარმა, ნინოშვილის N21-ში საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი - დაახლოებით, 70-80 კვ.მ ფართობზე. 

შეტყობინების მიღებისთანავე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, მოადგილეები და გამგეობის თანამშრომლები მივიდნენ ადგილზე, შეხვდნენ და ესაუბრნენ მოსახლეობას, დაიგეგმა გადაუდებელი სამუშაოები.

ცუდი ამინდისა და დაბალი ხილვადობის გამო, გუშინ ღამით ვერ მოხერხდა სახურავის მოხსნა. სამუშაოები დღეს დაიწყო და ადგილზე იმყოფებოდნენ რაიონის გამგეობის თანამშრომლები და გამგებელი.

აღსანიშნავია, რომ ნინოშვილის N21-ში მცხოვრები ოჯახები არ საჭიროებენ ქირით გაყვანას. დღესვე, მიიღება პრევენციული ზომები. გადაუდებელი სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე უახლოეს მომავალში ახალი სახურავი მოეწყობა",- ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics