|
2023-12-24 12:55:28, 658 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეებისთვის 2023 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი ჩატარდა
თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და რეფორმებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 2023 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ჩატარდა. "თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ პარტნიორებს თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დიპლომატებთან ათწლიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ თავდაცვის ძალების განვითარების ძირითად პროექტებსა და საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევებიც განიხილეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მთელი წლის განმავლობაში, სამხედრო ატაშეები თავდაცვის უწყების სხვადასხვა ქვედანაყოფს სტუმრობენ და მიმდინარე ღონისძიებებს ეცნობიან",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)