|
2023-12-24 12:21:15, 620 ნახვა
საზოგადოება
მე-4 ქვეითმა ბრიგადამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
პროექტის - „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეით ბრიგადას საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ იმ სკოლების წარმომადგენლები, რომელთა სასწავლო პროგრამაშია საგანი - „სამხედრო საქმე“. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თეორიული სწავლების პარალელურად, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას, ტექნიკასა და შეიარაღებას, ასევე ჯარისკაცების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს. "სამხედრო მოსამსახურეები სტუმრებს ქვედანაყოფის ისტორიისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული გმირების შესახებაც ესაუბრნენ. მოგვიანებით, მოზარდებმა ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. „სამხედრო საქმე“ ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლიდან ისწავლება. საგნის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, მიმდინარე სასწავლო წელს პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. საპილოტე პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ასევე თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ძალისხმევით დაინერგა. საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)