|
2023-12-23 16:43:50, 601 ნახვა
საზოგადოება
სამხედრო მოსამსახურეები ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
პროექტის „ჩვენი ჯარი“ წარმომადგენლები ევროპის უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები სტუდენტებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, „თავდაცვის ახალი კოდექსის“, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. ახალგაზრდებმა განსაკუთრებული ინტერესი ჯარში მოხვედრისა და სამხედრო სამსახურის ფორმების მიმართ გამოხატეს. მათ ჯარისკაცებისგან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, აქტიური რეზერვის, სამხედრო განათლების მიღებისა და სამხედრო კარიერის გაგრძელების შესაძლებლობებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს. "საქართველოს თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების უნივერსიტეტებსა და სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტი სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)