|
2023-12-21 18:21:40, 1396 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - სავარაუდოდ უკრაინას ქვეყნის დასაცავად მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის მობილიზება მალე დასჭირდება
სავარაუდოდ უკრაინას მალე დასჭირდება ქვეყნის დასაცავად მოქალაქეთა გარკვეული რაოდენობის მობილიზება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა. დანილოვის თქმით, 500 ათასი მოქალაქის მობილიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, უკრაინის პარლამენტმა უნდა მიიღოს. როგორც თავდაცვის საბჭოს მდივანი აღნიშნავს, მობილიზაციის საკითხების ყოველ შეხვედრაზე პრეზიდენტი ზელენსკი ხაზს უსვამდა სამართლიანობის აუცილებლობას. „ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს სამართლიანობაზე, რათა ჩვენ არ გვქონდეს ისეთი მოვლენები, როდესაც ერთნი იცავენ ქვეყანას, ხოლო სხვები პლანეტის სხვა წერტილებში იმყოფებიან, ისვენებენ კურორტებზე, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები. მოცემულ შემთხვევაში პრეზიდენტი 100 პროცენტით ითხოვს სამართლიანობას“, - განაცხადა დანილოვმა. ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ჯარში გაწვევას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)