|
2023-12-21 17:02:52, 1164 ნახვა
სამართალი
სააპელაციომ ავტობუსში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულისთვის 20-წლიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულ როინ მებონიას 20-წლიანი პატიმრობა, რომელიც მას საქალაქო სასამართლომ შეუფარდა, ძალაში დატოვა. პროკურატურა მებონიასთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, თუმცა მეორე ინსტანციამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცს, რომელმაც ცოლი ავტობუსში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიმდინარე წლის 17 თებერვალს მიუსაჯა. ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მოხდა. მამაკაცმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი შვილებიც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული როინ მებონია ცხელ კვალზე დააკავა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობდა.
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)