|
2023-12-21 14:44:28, 579 ნახვა
საზოგადოება
ქარქაშაძე AUSTRIAN AIRLINES-ზე - მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოსა და ავსტრიის დედაქალაქებს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირებს
2024 წლის 2 მაისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას AUSTRIAN AIRLINES დაიწყებს და პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, უკვე ვხედავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პირველ შედეგებს, რამაც ხელი შეუწყო მთელი წლის განმავლობაში ავსტრიის ავიახაზებთან მოლაპარაკების საბოლოო ეტაპის წარმატებით დასრულებას. „მოხარულები ვართ, რომ 2023 წელს მოგზაურებისთვის კიდევ ერთი პოზიტიური სიახლით ვასრულებთ. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ავსტრიის ავიახაზებთან, რასაც ხელი შეუწყო ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ. ავსტრიის ავიახაზები სიახლეა ქართული ავიაბაზრისთვის. ავსტრია არის ერთ-ერთი მოთხოვნადი ბაზარი ჩვენთვის, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის. მხოლოდ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოს აეროპორტებმა პირდაპირი საჰაერო გზით ვენიდან 68,021 მგზავრი მიიღო. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი აეროპორტების დივერსიფიკაციასა და მგზავრების სეგმენტაციაზე. AUSTRIAN AIRLINES-ი, Georgian Airways-ისა და Wizz Air-ის შემდეგ მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოსა და ავსტრიის დედაქალაქებს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირებს. ავიაბილეთების გაყიდვა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.austrian.com) დღეიდან ხელმისაწვდომია“, - განაცხადა ქარქაშაძემ. ქარქაშაძის თქმითვე, ვენა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და საინტერესო ბაზარს როგორც ტურისტული, ისე ბიზნეს მოგზაურობისთვის.
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)