|
2023-12-21 11:26:41, 886 ნახვა
მსოფლიო
სომხეთმა Sputnik Armenia-ს მაუწყებელს ლიცენზია შეუჩერა
სომხეთმა 30 დღით შეუჩერა მაუწყებლობის ლიცენზია კომპანია Тоспа-ს, რომელიც რადიო Sputnik Armenia-ს გადასცემს. როგორც სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისია აცხადებს, გადაწყვეტილება Тоспа-ს მიმართ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიიღეს. მარეგულირებლის თქმით, ოქმი რუსი პროპაგანდისტის, ტიგრან კეოსაიანის საავტორო გადაცემის გასვლის შემდეგ შეადგინეს. კომისიის მტკიცებით, 17 ნოემბრის ეპიზოდში პროპაგანდისტმა სომხეთსა და მის ხალხზე "დამცინავი და დამამცირებელი სიტყვებით" ისაუბრა და "კანონით აკრძალული ქმედებებისკენ" მოწოდება გააჟღერა. თავის მხრივ, Sputnik Armenia ამტკიცებს, რომ კეოსაიანმა გადაცემაში "არაერთი მკაცრი და კრიტიკული შეფასება გააჟღერა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიმართ, დაადანაშაულა ღალატში და დაუსვა კითხვა, მართლა ფიქრობს თუ არა ფაშინიანი, რომ "ცოცხლად დარჩება ამ ღალატის შემდეგ". Sputnik-ი ირწმუნება, რომ კომისიამ ეს სიტყვები ძალადობის წაქეზებად მიიჩნია. კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება Тоспа-ც, რომლის ადვოკატის, სიმონ ფარმანიანის თქმით, კეოსაიანის აღნიშნული განცხადება არა ძალადობისკენ მოწოდებას, არამედ "ადამიანის პიროვნების შეფასებას" წარმოადგენდა.
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)