|
2023-12-20 23:54:44, 802 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - 2024 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვას, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება
2024 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვას სახელმწიფო პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მეტი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს. როგორც კი ეჭვი გაჩნდება რაიმე ტიპის სიმსივნეზე, კონკრეტულ კლინიკებში, საბოლოო დიაგნოზის დასმას და ამ პროცესის დაფინანსებას უზრუნველვყოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ონკოლოგიური დაავადება. ასეთ დროს, განკურნების შანსი უფრო მაღალია, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. აზარაშვილის თქმით, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, გაცილებით ეფექტურია ფინანსური კუთხითაც და ამას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც ადასტურებს, სადაც ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, დანახარჯები, დაახლოებით, 40%-ით მცირდება. თუმცა, მინისტრის განცხადებით, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მეტი სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობაა. ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის წარმატებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება იყო განაცხადი, რომ სამედიცინო სერვისების, თუ მედიკამენტების ხარჯების მაქსიმალურად დაფინანსებით, სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, ზუსტად ისე, როგორც ეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია. „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა სწორედ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით დაიწყო. თუ 2013 წლისთვის, 75%-მდე გვქონდა ჯიბიდან გადახდები, დღეს უკვე, ეს მაჩვენებელი, სამედიცინო ჩარევების შემთხვევაში, 10%-მდე არის შემცირებული. მედიკამენტების შემთხვევაში ცოტა მაღალი გვაქვს, თუმცა, მიმდინარე წელს, მნიშვნელოვანი კლებაა. საბოლოო ჯამში, როდესაც რეფერენტული ფასები ყველა მედიკამენტზე გავრცელდება, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს კი სრულად დავფარავთ, ეს მაჩვენებელიც ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)