|
2023-12-20 13:18:41, 676 ნახვა
საზოგადოება
სააკაშვილი - ოპოზიციას, ენმ-თან ერთად, პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა მინდა შევთავაზო
ოპოზიციას მინდა შევთავაზო "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, - ამის შესახებ საქართელოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტი 20-25 კაცისგან უნდა შედგებოდეს და მასში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, "სტარატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე და სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე უნდა გაერთიანდნენ. "კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება, ძალა ერთობაშია და მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ასევე, მე მინდა, შევთავაზო [ოპოზიციას] "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორიც არის ამერიკაში. ხალხი უნდა შევიდეს, ნუ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ასევე, უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. აუცილებელი არ არის, რომ იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი. ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი. ეს უნდა იყოს, ფაქტობრივად, ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი მოქნილი, ეროვნული თანხმობის სტრუქტურა, პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობის კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი, ჩქარი რეაგირების ადგილი და სხვებთან დიალოგის ადგილი. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავიკეტოთ, შევიდეთ ამ კომიტეტის შემადგენლობაში, თქვენთან ერთად ვითათბიროთ და თქვენთან ერთად შევქმნათ ის ვითარება, რომელიც სრულიად არაორაზროვნად ქმნის ჩვენ გავრცელებას, ბრძოლისუნარიანობას. ამ მიმართულებით ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. მინდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად ძალიან სწრაფად წავიწევთ წინ. ამიტომ, სუპერ პაკ-ი, პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს მაენერგიზირებელი, რადგან ამ დისტანციაზე უკან დახევა აღარ შეიძლება. მე მზად ვარ, რომ შევიდე ამ კომიტეტის შემადგენლობაში. თქვენთან ერთად ვითათბირო", - განაცხადა სააკაშვილმა.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)