00:54 - 23 May, 2026
|
2023-12-19 22:18:50, 974 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვიღალატებს
დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვიღალატებს და იმას, რაზეც შევთანხმდით, სრულად განახორციელებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინის ფინანსური დახმარების გაწევაზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. „რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვიღალატებს და იმას, რაზეც შევთანხმდით, სრულად განახორციელებს. ჩვენ ველოდებით ამ დახმარებას. მათ იციან დეტალები, რისთვის არის ეს, მათ იციან, როგორ იმოქმედებს გარკვეული თარიღების გადაწევა. მგონია, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და სენატორებთან ვიპოვე ურთიერთგაგება, ორივე მხარეს შევხვდით. ვნახოთ, საქმე ახლა თარიღებშია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)