|
2023-12-19 15:06:11, 532 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა USAID-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაგეგმილი პროგრამები განიხილა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაგეგმილი პროგრამების „USAID-ის სამხრეთ კავკასიის წყლის მართვის რეგიონული პროგრამა“ და „USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურიზმის პროგრამა“ განხორციელების საკითხები განიხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა პროგრამების მნიშვნელობაზე, განხორციელების ვადებზე და მონაწილეთა როლზე გაამახვილეს ყურადღება. „აშშ-ის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის. USAID-თან ერთად ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი განვახორციელეთ. ახალი პროგრამების დაწყებამდე უნდა განვსაზღვროთ რა საჭიროებები გვაქვს და რომელი პროექტი რომელ მიმართულებას დაფარავს. სამინისტრო, ქვეუწყებებთან ერთად, მზად არის აქტიურად ჩაერთოს პროცესში; ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. ახალი პროექტები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. USAID-ის სამხრეთ კავკასიის წყლის მართვის რეგიონული პროგრამა 2023-2028 წლებში განხორციელდება და მისი ბიუჯეტი 20 მილიონი აშშ დოლარი იქნება. პროგრამის მიზანი, დაინტერესებული მხარეების ჩართულობითა და ეფექტიანი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში წყლის მართვის ხელშეწყობაა. პროგრამა ხელს შეუწყობს გარემოს და წყლის რესურსების მართვის სფეროში საერთო პრიორიტეტების ჩამოყალიბებას და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას. USAID-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურიზმის პროგრამა 2023-2026 წლებში განხორციელდება და მისი მიზანი, საერთო ეკონომიკურ ინტერესებზე დაყრდნობით, ტურიზმის სფეროში გრძელვადიანი რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობაა. 6 მილიონიანი პროგრამა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და სამთავრობო უწყებებს ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად გააერთიანებს. პროგრამის განხორციელება რეგიონში ტურისტების ნაკადის ზრდას დაეხმარება, რაც ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლების გაზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მრავალი წელია სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატების შესაბამის სტრუქტურებთან. აშშ-ის მხრიდან გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ, განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისათვის, 2008 წლიდან დღემდე, დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)