|
2023-12-18 12:10:23, 755 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკს შეთავაზებების სივრცე დაემატა
„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, სიახლეების დანერგვას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბიზნეს მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, „საქართველოს ბანკმა“ ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკს შეთავაზების სივრცე დაამატა. ბიზნესის განვითარებისა და წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური, იურიდიული თუ სხვა სახის ოპერაციების გამართული მუშაობა, სწორედ ამიტომ „საქართველოს ბანკი“, სივრცეს უთმობს პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც ბიზნესებს მათთვის საჭირო სერვისებს გამორჩეული პირობებით სთავაზობენ. მომხმარებლებს აღნიშნული შეთავაზებების ნახვა „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ინტერნეტ ბანკსა და ბიზნეს მობილბანკში შეუძლიათ. შეთავაზებების სივრცით სარგებლობა შეუძლიათ ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ გააუმჯობესონ კომპანიაში მიმდინარე პროცესები, გამართონ ფინანსური თუ იურიდიული მხარე, მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია მარკეტინგის, შრომის უსაფრთხოების, მარაგების მართვის კუთხითა და სხვა მიმართულებით. „საქართველოს ბანკი“ წლებია ბიზნესის განვითარებასა და გაძლიერებას უჭერს მხარს. სწორედ ამიტომ, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით შევქმნათ ახალი პროდუქტი თუ სერვისი ან გავაუმჯობესოთ უკვე არსებული. თანამედროვე სამყაროში, ბიზნესს, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესს, ბევრ გამოწვევასთან უწევს გამკლავება, პროცესების გამართული მუშაობა ამ დროს საციცოხლოდ აუცილებელია. სწორედ ამიტომ, ჩვენს ბიზნეს მომხარებლებს ინტერნეტ ბანკსა და მობილ ბანკში კომპანიის წარმატებული ფუნქციონირებისთვის საჭირო სერვისების შეთავაზებებს ვახვედრებთ, რაც გულისხმობს: სპეციალურ ფასებს, უფასო სერვისებს, სუბსიდიებსა და სხვა შესაძლებლობებს. გვჯერა, რომ ბიზნესები აუცილებლად იპოვნიან მათ ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებას, რაც მათ დაეხმარება, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდნენ და გავნითარდნენ. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტად გავუმარტივოთ ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. შეთავაზების ახალი სივრცის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. თუ ჯერ არ ხართ „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ. „საქართველოს ბანკის“ სხვა ბიზნესპრუდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია კი შეგიძლიათ მიიღოთ აქ.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)