|
2023-12-18 11:59:51, 526 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის წარმატებას
ჩვენი ქვეყნისა და სამინისტროსთვის სოციალური მიმართულება მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით რიგი ცვლილებები განხორციელდა. კანონში გათვალისწინებულია ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც სახელმწიფო პენსიის ყოველწლიურ ზრდას გულისხმობს,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა. როგორც მან განმარტა, სახელმწიფო პენსიის ოდენობა განსხვავებული იქნება მაღალმთიან რეგიონში და 500 ლარამდე განისაზღვრება, აღნიშნული კი ქვეყანაში გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა. „პენსიის ზრდა განსხვავებულია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის და 350 ლარიდან 500 ლარამდეც ადის. ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი და ვფიქრობ, გამომდინარეობს იმ მშვიდობიდან და ეკონომიკური ზრდიდან, რაც გვაქვს ქვეყანაში. სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. ზურაბ აზარაშვილმა სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ყოველწლიურად ნახევარი მილიარდი ლარია გამოყოფილი. „სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 10 წლის წინ 0 ლარს შეადგენდა, ეტაპობრივად შევძელით გაზრდა და წელს უკვე 200 ლარს შეადგენს, ყოველწლიურად თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი გათვალისწინებულია მხოლოდ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებისთვის“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრმა, სამინისტროს ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებითაც ისაუბრა, მისი განცხადებით, სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 7 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება. „2024 წლიდან, სამინისტროს ბიუჯეტი 1 მილიარდით გაიზრდება, თუ წელს გვქონდა 6 მილიარდ 800 მლნ ლარი, მომდევნო წელს იქნება 7 მილიარდ 800 მილიონი ლარი. ეს შესაძლებლობა ეკონომიკური ზრდის და იმ წარმატებული პოლიტიკის საფუძველზე გვაქვს, რაც მთავრობის გადაწყვეტილებებით ხდება. ვფიქრობ, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის წარმატებას“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)