|
2023-12-14 16:57:03, 1488 ნახვა
ომი უკრაინაში
სლოვაკეთის პრემიერი - ჩემს მთავრობას არ სჯერა, რომ უკრაინაში ომიდან სამხედრო გამოსავალი არსებობს
ჩვენ შევაჩერეთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, ჩემს მთავრობას არ სჯერა, რომ უკრაინაში ომიდან სამხედრო გამოსავალი არსებობს, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერი-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. როგორც ფიცო აღნიშნავს, სლოვაკეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას აღარ განაახლებს, თუმცა გააგრძელებს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას. „ჩვენ შეგვიძლია, უკრაინას გადავცეთ გარკვეული აღჭურვილობა განაღმვითი სამუშაოების ჩასატარებლად. ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ უკრაინას ენერგეტიკის სფეროში, ბუნებრივი აირით. ჩვენ შევაჩერეთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. არაფერს გავაგზავნით უკრაინაში ჩვენი სახელმწიფოს არმიის მარაგიდან. ღიად განვაცხადე, ჩემს მთავრობას არ სჯერა, რომ უკრაინაში სამხედრო გამოსავალი არსებობს. რეალურად, ჩვენ სამშვიდობო ინიციატივის დანაკლისი გვაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ევროკავშირის მხრიდან იქნება თუ ნატოს მხრიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რომ ომი კიდევ ათი წელი გაგრძელდება უშედეგოდ. ერთადერთი შედეგი იქნება ასობით ათასი მსხვერპლი კონფლიქტის ორივე მხარეს. ამიტომ, ჩვენ ვერ ვხედავთ სამხედრო გამოსავალს“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)