13:35 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 16:12:03, 737 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - რობერტ ფიცო და ვიქტორ ორბანი არა პრორუსები, არამედ პროეროვნულები არიან - ისინი ქვეყნის ინტერესებს იცავენ

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ არიან პრორუსი პოლიტიკოსები, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც პუტინი აღნიშნავს, უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები პროეროვნულები არიან, რადგან ისინი თავიანთი ქვეყნების ინტერესებს იცავენ.

"ფიცო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა, ვიქტორ ორბანი უნგრეთში. მე უკვე ბევრჯერ მითქვამს, ისინი არ არიან პრორუსი პოლიტიკოსები, ისინი არიან პროეროვნულები, ისინი იცავენ თავიანთ ინტერესებს", - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ უჭერს და აღნიშნავს, რომ უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ევროპელი ფერმერებისთვის, ევროკავშირის ბიუჯეტისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის.

რაც შეეხება სლოვაკეთის პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ უკრაინისათვის უნდა არსებობდეს მომავალში წევრობის პერსპექტივა, მაგრამ ყველა იმ წესის დაცვით, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა სხვა ქვეყნისთვის არსებობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics