|
2023-12-14 16:05:06, 611 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის პროექტი 2024 წლის ნოემბერში გვექნება მზად
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ მგზავრთნაკადის მოწესრიგებისა და შესვლის პრობლემის აღმოსაფხვრელად მოკლევადიანი პროექტი განხორციელდა, ხოლო მეორე, გრძელვადიანი პროექტი, რომელიც მათ შორის, მეტროს მეორე ამოსასვლელის მოწყობას ითვალისწინებს, 2024 წლის ნოემბერში მზად იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს და 5-ეტაპიან კვლევას ატარებს. „მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ იყო დისკომფორტი შესვლასთან დაკავშირებით, რაც მოხსნილია, რადგან დავამონტაჟეთ ახალი, უფრო მეტი ტურნიკეტი და დღეს მეტროში შესვლა პიკის საათებშიც არ წარმოადგენს პრობლემას. რაც შეეხება, მეორე უფრო გრძელვადიან პროექტს, ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ. აზიის განვითარების ბანკი (ABD) ძალიან გვეხმარება, კვლევები დაწყებულია ამ მიმართულებით, 2024 წლის ნოემბერში უკვე უნდა გვქონდეს ფასები, პროექტები. 5-ეტაპიანი კვლევაა გასაკეთებელი, ორი ეტაპი უკვე დასრულებულია და ნოემბერში გვექნება პროექტი მზად, იმისთვის, რომ გამოვაცხადოთ ტენდერი უშუალოდ სამუშაოებზე“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, გარდა ამისა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მუნიციპალიტეტს მეტროს განახლებაშიც ეხმარება. „ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ არავის არაფერი გაუკეთებია მეტროში და არც ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. დავით ნარმანია იყო პირველი მერი, რომელმაც განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი - 140 ერთეული „მანის“ მარკის ავტობუსები შემოიყვანა. მავნებელ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს, ისაუბროს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ქალაქს მოპარეს, წაართვეს ყველაზე ძვირფასი ტრანსპორტი - ტრამვაი, მოიპარეს ხაზები და ჯართში ჩააბარეს“, - დასძინა კალაძემ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)