|
2023-12-14 10:24:02, 576 ნახვა
საზოგადოება
თემურ მღებრიშვილმა ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეშვიდე სხდომის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, თემურ მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წამყვან როლს ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ასევე, ისაუბრა ქბრბ საფრთხეების გამოვლენისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ. "საკოორდინაციო საბჭოს ასევე სიტყვით მიმართა საბჭოს წევრი ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყების მაღალი დონის წარმომადგენელმა. ღონისძიების გახსნით ნაწილში, ასევე მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელმა, ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების ხელმძღვანელის მოადგილემ და UNICRI-ის რეგიონალურმა კოორდინატორმა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან სხდომას ასევე ესწრებოდნენ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პასუხისმგებელი დანაყოფების, კერძოდ, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები. სხდომის ფარგლებში, განხილულ იქნა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელებული აქტივობები, არსებული გამოწვევები და მიღწეული პროგრესი. აღნიშნულ ნაწილში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების მიმართულებით უწყების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე მოხსენება გააკეთა. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)