|
2023-12-13 11:22:19, 630 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი UNDP-ის კლიმატის ცვლილების მიმართულებით გლობალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP-28) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კლიმატის ცვლილების მიმართულებით გლობალურ დირექტორს, კესი ფლინს შეხვდა. შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებებით. „გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერა არსებითად ღირებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განსახორციელებლად და 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კუთხით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა - დამტკიცდა გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია, გვაქვს პროგრესი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის სამოქმედო გეგმის შესრულებაში. ჩვენ გვაქვს სურვილი მომავალშიც გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან გაეროს განვითარების პროგრამასა და კლიმატის მწვანე ფონდთან კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების დანერგვის, ასევე, განათლების სექტორში კლიმატგონივრული მიდგომების შემოტანის მიმართულებით“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლიმატის მწვანე ფონდის, შვეიცარიის და შვედეთის სამეფოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტს „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. UNDP-ის კლიმატის ცვლილების მიმართულებით გლობალურმა დირექტორმა, კესი ფლინმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები გამორჩეულია. „ქვეყანას აქვს განსაზღვრული პოლიტიკა და ხედვა, ამასთან სტრატეგიული დოკუმენტების აღსრულებისთვის პრაქტიკაში კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან სამომავლო თანამშრომლობა“, - აღნიშნა კეისი ფლინმა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)