|
2023-12-12 22:32:50, 1378 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინისადმი ორპარტიული მხარდაჭერისთვის აშშ-ის მადლობელი ვარ
უკრაინისადმი ორპარტიული მხარდაჭერისთვის აშშ-ის მადლობელი ვარ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) წერს. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მან აშშ-ის სენატის წევრებს უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა აცნობა და აშშ-ის სასიცოცხლო მხარდაჭერის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. "შეერთებული შტატების სენატში მქონდა მეგობრული და გულწრფელი საუბარი. მე ვაცნობე აშშ-ის სენატის წევრებს უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, აშშ-ის სასიცოცხლო მხარდაჭერის შენარჩუნების მნიშვნელობაზე და ვუპასუხე მათ კითხვებს. მე მადლობელი ვარ სენატის უმრავლესობის ლიდერის ჩაკ შამერის და რესპუბლიკელთა ლიდერი მაკკონელის, მადლობელი ვარ მათი პირადი ხელმძღვანელობისთვის აშშ-ის კანონმდებლებს შორის უკრაინისადმი ორპარტიული მხარდაჭერისთვის", - წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)