|
2023-12-12 22:11:14, 1331 ნახვა
ომი უკრაინაში
სენატორი ჩაკ შუმერი - თუ ზელენსკი დახმარებას მიიღებს, მას ომის მოგება შეუძლია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სენატორებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ზელენსკიმ შეხვედრზე ნათლად დაანახა, რამდენად სჭირდება დახმარება და აღნიშნა, რომ თუ უკრაინა დახმარებას მიიღებს, მას ომის მოგება შეუძლია. „ეს იყო ძალიან ძლიერი შეხვედრა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად გვაჩვენა, როგორ სჭირდება დახმარება და თუ დახმარებას მიიღებს, მას შეუძლია, მოიგოს ეს ომი. დაწვრილებით გვაჩვენა, რა სახის დახმარება სჭირდება. ჩვენმა რესპუბლიკელმა კოლეგებმაც კი ისაუბრეს იმაზე, რომ ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, რომ ის გაიმარჯვებს, თუ დავეხმარებით. მეორე მხრივ, მან ნათლად აჩვენა, რომ თუ ჩვენ წავაგებთ, პუტინი გაიმარჯვებს. ეს იქნება ძალიან, ძალიან საშიში. მან ასევე დააფიქსირა კიდევ ერთი მოსაზრება, რომ დახმარება სჭირდება სწრაფად“, - განაცხადა შუმერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)