2023-12-12 10:06:52, 651 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, 10 წლის ბიჭის მიერ ნასროლი პიროტექნიკა საწვავის ავზში ჩავარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
დაშავებული მოზარდი ჯერ ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებაში, შემდეგ კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
"პაციენტი შემოყვანილია თვითდინებით, ახლობლების მიერ - დამწვრობით, განპირობებული პიროტექნიკით. დამწვრობა განისაზღვრება მეორე-მესამე ხარისხით. არის გულ-მკერდის, ყელის მიდამოებში. კატასტროფის ბრიგადით გადაყვანილია თბილისში, დამწვრობის ცენტრში სტაბილურ მდგომარეობაში. პაციენტი იყო კონტაქტური, 10 წლის ბიჭი",- განაცხადა ქობულეთის "ევექსის" ჰოსპიტალის ემერჯენსის მიმღებმა ექიმმა, ფატიმა ბეჟანიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,