|
2023-12-11 10:17:52, 1464 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 18 დრონი და 8 ბალისტიკური რაკეტა გავანადგურეთ
უკრაინამ, 11 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 18 დრონი და 8 ბალისტიკური რაკეტა გაანადგურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს. საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების გაშვება ყირიმიდან და ბრიანსკის ოლქიდან დაფიქსირდა. "2023 წლის 11 დეკემბრის ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას ოკუპირებული ყირიმიდან Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს. სულ დაფიქსირდა 18 Shahed-136/131-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება. ყველა მტრის დრონი განადგურდა საჰაერო თავდაცვითი სამხრეთ საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში. თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საბრძოლო თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფები. 2023 წლის 11 დეკემბერს დილის 4 საათზე რუსმა დამპყრობლებმა 8 ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს კიევის რეგიონს. დარტყმა ჩრდილოეთის მიმართულებით, ბრიანსკის ოლქიდან იქნა მიყენებული. რვავე სამიზნე განადგურებულია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)