15:25 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-09 17:36:34, 1140 ნახვა

სამართალი
რატი ბრეგაძემ საქართველოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა

რატი ბრეგაძემ საქართველოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ბრეგაძის თქმით, წარმატებული თანამშრომლობის შედეგად 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა ცხინვალის რეგიონის 3 „მაღალჩინოსნის" მიმართ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეპიზოდზე. ითქვა, რომ ახლა არსებითი მნიშვნელობა აქვს ყველა რესურსის მობილიზებას, რათა დაკავების ორდერების აღსრულება მოხდეს.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულად აფასებს ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთათვის დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ, რომლის იმპლემენტაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს ომით დაზარალებულთა დახმარებას სამედიცინო მკურნალობისას, მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას  და სხვა სახის მხარდაჭერას.

ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოსთან არსებული მჭიდრო, ეფექტიანი და ინსტიტუციური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და გაერო-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics