03:55 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 11:22:52, 516 ნახვა

საზოგადოება
ოზურგეთის მერი - სოფელ შემოქმედში, ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრები 33 ოჯახი, პრემიერის გადაწყვეტილებით, 30 000 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას მიიღებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრები 33 ოჯახი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მიიღებს ფულად დახმარებას 30 000 ლარის ოდენობით,- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ექსპერტების დასკვნის თანახმად, თავად ეს შენობა დემონტაჟს ექვემდებარება.

"საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ღირსეული, უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები ოზურგეთის განვითარების ჩვენი 8-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი და მთავარი დაპირება იყო. ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მინდა გაგაცნოთ, რომელიც შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ავარიულ მრავალბინიან კორპუსს - ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებს ეხება - ჩვენ ეს შენობა საფუძვლიანად შევამოწმეთ, იგი ამორტიზებულია და საფრთხეს წარმოადგენს იქ მცხოვრებთათვის. ამიტომ, შემოქმედში, ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრებ 33 ოჯახს მინდა ვუთხრა, რომ თითოეული თქვენგანი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მიიღებს ფულად დახმარებას 30 000 ლარის ოდენობით, რათა შეძლოთ ალტერნატიული ფართის შეძენა და უსაფრთხოდ განაგრძოთ ცხოვრება. ექსპერტების დასკვნის თანახმად, თავად ეს შენობა ექვემდებარება დემონტაჟს“,- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics