|
2023-12-07 12:02:31, 862 ნახვა
სამართალი
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ნოემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 80 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 80 ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 13 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 3 - მცხეთა-მთიანეთის, 2 გამოვლენილია ქვემო ქართლის, 26 - შიდა ქართლის, 3 - სამცხე-ჯავახეთის, 7 - გურიის, 3 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 11 - იმერეთის, ხოლო 12 კანონდარღვევის ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო -ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. "სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში. მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 43 კუბურ მეტრამდე მერქანი; მათ შორის, 35 კუბურ მეტრამდე მოცულობის საშეშე, ხოლო 8 კუბურ მეტრამდე მოცულობის სამასალე მერქანი, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. რაც შეეხება 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1064 ფაქტია გამოვლენილი. „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1472 კუბური მეტრი შეადგინა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)