04:36 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 14:29:58, 738 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - 18-მეტრიანი ავტობუსების გარკვეული ნაწილი ჩამოსულია, დეკემბრის ბოლომდე კი ჯამში, 50 ერთეული იქნება თბილისში

​18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი დედაქალაქში უკვე შემოსულია, დეკემბრის ბოლომდე, ჯამში, 50 ავტობუსი იქნება თბილისში, ხოლო იანვრის ბოლოდან ხაზებზე გადანაწილდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ავტობუსში დასამონტაჟებელია გარკვეული ტექნიკური დეტალები, რის შემდეგაც, იანვრის ბოლოს დავიწყებთ ამ ავტობუსების ხაზებზე გაშვებას.

„ავტობუსში დასამონტაჟებელია გარკვეული ტექნიკური დეტალები, რის შემდეგაც, იანვრის ბოლოს დავიწყებთ ამ ავტობუსების ხაზებზე გაშვებას. რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ განცხადება, თუ რა მარშრუტებზე იმოძრავებს ეს ავტობუსები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ დღის განმავლობაში. დღეს გვაქვს პრობლემა და ეს გამოწვეულია, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რადგან ავტობუსი რომ გაჩერებაზე აგვიანებს, იქ თავს იყრის უფრო მეტი ადამიანი და ამას უკვე ჯაჭვური რეაქცია აქვს. როდესაც დავამთავრებთ ამ ინფრასტრუქტურლ სამუშაოებს, ეს პრობლემა მოხსნილი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსების სრულად შემოსვლამდე აშენდება ახალი ავტობაზაც.

„ეს ავტობუსები დროებით განთავსდებიან დიდ დიღომში არსებულ ავტობაზაზე. გარდა ამისა, მიმდინარებს კონკრეტულად 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის განკუთვნილი ავტობაზის მშენებლობა. როდესაც აღნიშნული სამუშაოები დასრულდება, 18-მეტრიანი ავტობუსები ამ ახალ ავტობაზაზე განთავსდება“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics