|
2023-12-05 10:50:45, 818 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკთან პარტნიორობით ყვარელში შატო დავითიანი გაიხსნა
ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით ახალი პროექტის მხარდაჭერას. ბაზისბანკთან პარტნიორობით, ყვარლის რაიონში, გუნაშაურის ველებზე ახალი კომპლექსი შატო დავითიანი გაიხსნა. მეწარმე დავით ჩაბალოშვილმა, 38 ჰა ფართობზე, 2016 წლიდან დაიწყო ვენახის გაშენება, სადაც სამი ჯიშის ვაზი აქვს - რქაწითელი, საფერავი და კახური მწვანე. სეზონზე აღებული ყურძნით ქვევრის ღვინოს აწარმოებს. 2018 წლიდან კი, გაფართოების მიზნით, ამავე ტერიტორიაზე გადაწყვიტა შატოს აშენება. ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შატო დავითიანი მიმდინარე წლის ზაფხულიდან მზად არის სტუმრების მისაღებად. სასტუმრო გარშემორტყმულია ვენახით, რომელიც ქმნის დაუვიწყარ ხედს, რასაც ერწყმის კავკასიონის მთების ფონი და ალაზნის ველის პეიზაჟი. შატო დავითიანი აერთიანებს ქართულ ტრადიციულ არქიტექტურას, კოშკის ფორმის სასტუმრო ნომრებს, ღია საცურაო აუზს და მუხნარის პარკს. შატოს რესტორანში წარმოდგენილია ქართული და ევროპული სამზარეულოს ფართო არჩევანი. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ შატოს სადეგუსტაციო დარბაზში დააგემოვნონ მარანში დაწურული ღვინო. „ბუნებრივია ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ერთგული პარტნიორის მხარდაჭერა და სწორედ ასეთი აღმოჩნდა ბაზისბანკი, რომელიც ჩვენი გეგმების გვერდით დადგა და დღემდე გვეხმარება განვითარების გზაზე. ისევ ბაზისბანკთან პარტნიორობით გვაქვს მიმდინარე პროექტი, ჩვენი ადგილწარმოშობის ღვინოების წარმოების გაფართოება, ბოთლში ჩამოსხმა და რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა შატო დავითიანის დამფუძნებელმა, დავით ჩაბალოშვილმა. „ბაზისბანკი ტურიზმის სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერია ქვეყანაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში. ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ახალი სასტუმრო კომპლექსების მშენებლობის დაფინანსება წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან პარტნიორობით და აწარმოე საქართველოში პროექტის ფარგლებში კახეთის რეგიონს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი შატო დავითიანი შეემატა, სადაც სტუმრები შეძლებენ განიტვირთონ და გაატარონ სასიამოვნო დრო. ყოველი ახალი განხორციელებული პროექტი აძლიერებს სასტუმრო ინდუსტრიისა და ტურიზმის სექტორს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვოთარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - აცხადებს ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების რეგიონის უფროსი, ნათია ბერიძე. ბაზისბანკის და შატო დავითიანის პარტნიორობის ვიდეო ისტორია.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)