17:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 09:20:55, 741 ნახვა

მსოფლიო
სალივანი კონგრესს - უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციის გაუმჯობესების სასარგებლოდ

კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც გაუადვილებს პუტინს გამარჯვებას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

სალივანის თქმით, კონგრესის მიერ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების წინააღმდეგ ხმის მიცემა დააზარალებს კიევს და დაეხმარება რუსეთს.

„მჯერა, რომ კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც გაუადვილებს პუტინს გამარჯვებას. ანუ უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციის გასაუმჯობესებლად. ეს, უბრალოდ, გარდაუვალი რეალობაა.

საუბარი არ არის ვინმეს მოტივზე, რატომ მისცეს წინააღმდეგ ხმა, საუბარია მხოლოდ მათი ხმის მიცემის შედეგზე. უკრაინის დამატებითი დაფინანსების წინააღმდეგ ხმა დააზარალებს უკრაინას და დაეხმარება რუსეთს. ეს დააზარალებს დემოკრატიას და დაეხმარება დიქტატორებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ისტორიის სწორი გაკვეთილი და ყველა წევრმა, "დემოკრატმა" თუ "რესპუბლიკელმა", ხმა უნდა მისცეს დახმარების განხორციელების მხარდასაჭერად“, - განაცხადა სალივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics