|
2023-12-04 16:57:54, 1093 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში მდებარე საბავშვო ბაღი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში, შუმენის რაიონში მდებარე საბავშვო ბაღი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი. "რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის გარეუბნის დაბომბვისას 3 კაცი დაიჭრა. მათგან ორმა, 61 და 51 წლის მოქალაქეებმა ტვინის შერყევა მიიღეს. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს. მესამე, 46 წლის დაშავებული კი კლინიკაშია მოთავსებული. მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული - მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა", - განაცხადა რომან მროჩკომ. ამასთან, როგორც ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაზიანდა შენობის კედლები და ჩაიმსხვრა მინები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)