18:02 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 15:36:09, 2313 ნახვა

მსოფლიო
ბულგარეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონს, რომელიც უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებას ითვალისწინებს

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა ვეტო დაადო კანონს, რომელიც უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების მიწოდებას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას РБК-Украина ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნულ კანონს პარლამენტში ხელახლა განიხილავენ, გადაწყვეტილების მიზეზი კი ის გახდა, რომ დეპუტატები არასაკმარისად იცნობდნენ შემოწირულობის სპეციფიკურ პარამეტრებს, რაც მათ საშუალებას არ აძლევდა, ობიექტურად შეეფასებინათ, საჭირო იყო თუ არა აღჭურვილობის გადაცემა.

რუმენ რადევის განცხადებით, ასევე გათვალისწინებული არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ომის პერიოდში დაკისრებული ამოცანები და პოლიციისა და ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებები.

„ვხელმძღვანელობ იმ რწმენით, რომ ბულგარეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს”, - განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინისთვის მისაწოდებელი ჯავშანტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას ბულგარეთის საზღვრის დასაცავად და მოსახლეობის საჭიროებებისთვის სტიქიური უბედურებების და სხვა უბედური შემთხვევების დროს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics