18:02 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 14:20:36, 754 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო პეკინში სი ძინპინს შეხვდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ორდღიანი ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ლუკაშენკო ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა.

ლუკაშენკომ შეხვედრისას განაცხადა, რომ "ბელარუსი ყოველთვის იყო და იქნება ჩინეთის საიმედო პარტნიორი". 

მისივე თქმით, მინსკსა და პეკინს შორის ურთიერთობების დონის ისტორიულმა ზრდამ მძლავრი ბიძგი მისცა ტრადიციული მიმართულებების გაღრმავებას და ასევე, თანამშრომლობის ახალი ვექტორებისა და მექანიზმების დაწყებას.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ბელარუსი-ჩინეთის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში ორმა ქვეყანამ ურთიერთობების დინამიური განვითარების სასარგებლოდ მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწია.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, სი ძინპინს ბოლოს მიმდინარე წლის მარტში შეხვდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics