|
2023-12-01 16:13:56, 542 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი იმართება
1-2 დეკემბერს, თბილისში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით, ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეშვიდედ იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კონკურსზე წარდგენილია 110 კომპანიის 350-ზე მეტი ღვინის ნიმუში როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე უცხოეთიდან, სადაც ქართული ტექნოლოგიით ქვევრის ღვინო იწარმოება. ჟიურის შემადგენლობაში საერთაშორისო დონის ქართველი და უცხოელი ექსპერტები არიან. ჟიურის ხელმძღვანელობს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, თანათავმჯდომარეა ცნობილი ღვინის ექსპერტი და კონსულტანტი რობერტ ჯოზეფი დიდი ბრიტანეთიდან. „ჩვენი ქვეყნისთვის ქვევრის ღვინის კონკურსის ჩატარებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. კონკურსი სტიმულია მეწარმეებისთვის, რომ გააუმჯობესონ ღვინის ხარისხი და მრავალფეროვანი გახადონ პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ ქვევრის ღვინის ცნობადობა საერთაშორისო დონეზე წლიდან-წლამდე იზრდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კატეგორია მთელი მსოფლიოსთვის გახდეს ცნობილი, რისთვისაც აქტიურ მარკეტინგულ და პოპულარიზაციის კამპანიას ვახორციელებთ“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ. კონკურსში გამარჯვებული ღვინოების დეგუსტაცია 3 დეკემბერს, წინანდალში, ქვევრის ღვინის სიმპოზიუმის ფარგლებში გაიმართება. "ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად ქვევრის სიმპოზიუმის ფარგლებში, 2017 წელს ჩატარდა. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)