02:44 - 23 May, 2026
|
2023-11-30 16:36:08, 1497 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა [ვიდეო]
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი Telegram-ზე ავრცელებს. მისი თქმით, კუპიანსკში ჯარისკაცებს შეხვდა და ისინი მედლებით დააჯილდოვა. "კუპიანსკის მცველების ფრონტის ხაზის სამეთაურო პუნქტი. დიდი პატივია ჯარისკაცების მონახულება და მათთვის ჯილდოების გადაცემა. კუპიანსკის ფრონტზე მებრძოლები უკრაინელების, ხარკოვის ოლქში მცხოვრებლების მშვიდობიან ცხოვრებას იცავენ. მადლობას ვუხდი ჯარისკაცებს ამ სამსახურისთვის და ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის! გისურვებთ გამარჯვებასა და ძალას", - წერს ზელენსკი. მისივე თქმით, ჯარისკაცებთან შეხვედრას უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკიც ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)