07:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 15:19:40, 571 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - საქართველო მზად არის, შეუერთდეს გლობალურ მოძრაობას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ

ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო 2024-2030 წლების ეროვნული სტრატეგიასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გახსნა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა, ანტიმიკრობული რეზისტენტობის მართვასთან დაკავშირებული მიღწევები, გამოწვევები და ამ მიმართულებით ეფექტიანობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ისაუბრეს სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებში, ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო სტრატეგია მულტისექტორულ ფორმატში, სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.

როგორც თამარ გაბუნიამ, შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო მზად არის ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ გლობალურ მოძრაობას შეუერთდეს.

ღონისძიებას საქართველოში ჯანმო-ს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, დარგის სპეციალისტები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics