|
2023-11-28 11:31:29, 567 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კაპიტალის“ სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ ახალი სეზონი იწყება
„თიბისი კაპიტალის“ სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ ახალი სეზონი იწყება. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა ან ეკონომიკა, პროგრამა შენთვისაა. პროგრამის მიზანია რეალურ სამუშაო გარემოში მიიღო საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება. წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს „თიბისი კაპიტალის“ გუნდს შემოუერთდე. ასევე, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, ერთი-ერთი მსხვილი კომპანიის აქციების მფლობელი გახდები. პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებს შეასრულებ. ფინალური ეტაპი ქალაქგარეთ ჩატარდება, სადაც ფინალისტი ჯგუფები დავალებაზე „თიბისი“ კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებენ. გამარჯვებულებს კი ჟიური გამოავლენს. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გაცნობით ვებინარს დაესწრო. პროექტის დეტალებს გაეცანი და ვებინარზე დასასწრებად დარეგისტრირდი ბმულზე: https://link.tbc.ge/Camp-registration. გაიცანი „კემპის“ შარშანდელი გამარჯვებულები, რომლებიც მოგიყვებიან რას საქმიანობენ დღეს „თიბისი კაპიტალში“. „კემპი“ „თიბისისთვის“ და „თიბისი კაპიტალისთვის“ ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის გამარჯვებულები, ახალი ხედვითა და თანამედროვე მიდგომებით, ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრები არიან. მიხარია, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. პროგრამის წინა 4 ნაკადის არაერთი გამარჯვებული, ჩვენი გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და კვლევების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ“, - აცხადებს მერი ჩაჩანიძე, „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)