|
2023-11-28 10:24:49, 614 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულ ჰრანარ არნარსონის მხარდაჭერით, ქ.რეიკიავიკში, კინოთეატრში Bioparadis სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ იმ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევას ეძღვნება, რომლითაც მეცნიერულად დასაბუთდა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და რომ 8000 წლის წინ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო ველური ვაზის მოშინაურება და ღვინის წარმოება, რაც უწყვეტად გრძელდება. ორმოცწუთიანი ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით. „ამასთან ერთად, რეიკიავიკის ბიზნესცენტრში (Óðinsgata7,101 Reykjavík) და ისლანდიის ღვინის მონოპოლურ კომპანიაში „ვინდბუდინი“ ქართული ღვინის პერზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა. ღონისძიებებს, რომლებსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი, ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა, ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები და ინფლუენსერები დაესწრნენ. ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია კოპენჰაგენი, დანიაში ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიასთან „Rosfort&Rosfort“ ერთობლივი ორგანიზებითაც გაიმართა. ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიებებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე დაესწრო. სკანდინავიის ქვეყნებში გამართული ღონისძიების აქტიური მხარდამჭერი დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოა. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მარკეტინგული აქტივობების განხორციელება გასული წლიდან აქტიურად დაიწყო. კერძოდ, შვედეთსა და დანიაში, 2022-2023 წლებში, ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)