|
2023-11-27 10:59:40, 849 ნახვა
საზოგადოება
შეხვდი ახალ წელს ახალ ბინაში - ბაზისბანკის უკონკურენტო შეთავაზება იპოთეკურ სესხზე
ახალი წელი ახალ გეგმებსა და მიზნებს უკავშირდება. უამრავი ადამიანი ცდილობს, ახალ წელს ახალ სახლში შეხვდეს ან უკვე არსებულ ბინაში სიახლე შეიტანოს. თუმცა ახალი სახლის სიხარული მაინც სულ სხვაა. ეს ფაქტი თითქოს რაღაც დიდისა და მნიშვნელოვნის დასაწყისთან ასოცირდება. სწორედ ასეთი განსაკუთრებული სიხარულის შესაქმნელად ბაზისბანკმა მომხმარებლებს ახალი შეთავაზება მოუმზადა. იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზების ფარგლებში ახალი ბინის შეძენის, აშენების, გარემონტების ან სხვა ბანკებში არსებული იპოთეკური სესხის გადასაფარად, სესხით სარგებლობა გაუმჯობესებული და ინდივიდუალური პირობებით არის შესაძლებელი. ბაზისბანკის პროდუქტებისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მარეხ საჯაიას განმარტებით, ბანკში მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ახალი პროდუქტების შეთავაზებასა და არსებულის დახვეწაზე. „ბაზისბანკში აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რომ მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ და მათი საბანკო გამოცდილება ჩვენთან კიდევ უფრო სასიამოვნო და კომფორტული გავხადოთ. ამჯერად, სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, იპოთეკურ სესხზე ისარგებლოს ბაზისბანკის საუკეთესო პირობებით და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ბევრ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ჩვენი მეშვეობით შეიძინოს ან გაარემონტოს უძრავი ქონება“, - განმარტავს მარეხ საჯაია. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარში 9.93%-დან, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 12.59%-დან განისაზღვრება. მომხმარებელს სესხით სარგებლობა 200 000 ლარამდე, მაქსიმუმ 20 წლამდე ვადით შეუძლია. წელს, ბაზისბანკი წარმატების 30-წლიან იუბილეს აღნიშნავს და ამ თარიღთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის აქციები და დამატებითი შეთავაზებები იქნება ხელმისაწვდომი. გაუმჯობესებული და ყველაზე მიმზიდველი პირობებით იპოთეკური სესხით სარგებლობის შესაძლებლობა კი პირველია. იპოთეკურ სესხზე სპეციალური შეთავაზებით სარგებლობისთვის განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ, სესხების პლატფორმაზე bbcredit.ge ან ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)