02:45 - 23 May, 2026
|
2023-11-25 14:24:11, 1387 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ გასულ ღამეს კიევზე მიტანილ მასშტაბურ იერიშს გამოეხმაურა. ზელენსკიმ 70-ზე მეტი Shahid-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით ჰოლოდომორის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს მიტანილი იერიში მიზანმიმართულ ტერორიზმად შეაფასა. "70-ზე მეტი "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჰოლოდომორის გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. მიზანმიმართული ტერორიზმი. როგორც ჩანს, რუსეთის ხელმძღვანელობა ამაყობს იმით, რომ მას შეუძლია ადამიანები მოკლას. ჩვენმა მებრძოლებმა ჩამოაგდეს დრონების უმეტესი ნაწილი, მაგრამ არა ყველა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მსოფლიო რუსული ტერორიზმისგან დასაცავად გავაერთიანოთ. ტერორისტული სახელმწიფო უნდა დამარცხდეს და პასუხი აგოს მის ქმედებებზე", - წერს ზელენსკი X-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)