|
2023-11-23 23:59:41, 887 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - უკრაინა თავისი სანქციებით საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს ავსებს
უკრაინა თავისი სანქციებით საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს ავსებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, სანქციები დაწესდა 300-ზე მეტი კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ რუსეთთან ერთად ან ეხმარებიან მას. „უკრაინა თავისი სანქციებით ავსებს საერთაშორისო სანქციების მექანიზმებს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩვენი პარტნიორების სანქციები გავრცელდეს მათზე, ვის მიმართაც უკრაინამ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებებს 300-ზე მეტი იურიდიულ პირისა და 150 ფიზიკური პირის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ. ჩვენი სპეცსამსახურები, უპირველეს ყოვლისა, უკრაინის უშიშროების სამსახური, ასევე მინისტრთა კაბინეტი და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო გააგრძელებენ შესაბამის მუშაობას. იქნება სხვა გადაწყვეტილებებიც“, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)