21:26 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-23 19:37:33, 662 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მძევლებს დავაბრუნებთ, თუმცა პროცესი გამოწვევების გარეშე არ მიმდინარეობს

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მძევლებს დავაბრუნებთ, თუმცა არის გამოწვევები, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დევიდ კემერონთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მანამდე, მედიასაშუალება BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ჰამასმა” ისრაელთან მოლაპარაკებებში დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, რის გამოც ზავის ამოქმედება გადაიდო.

"პროცესი გამოწვევების გარეშე არ მიმდინარეობს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მძევლების პირველი ნაწილის გამოყვანა მოხერხდება და შემდეგ ჩვენი მიზანი ყველა მძევლის გათავისუფლებაა", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „ჰამასმა“ ისრაელთან მოლაპარაკებებში დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, რის გამოც ზავის ამოქმედება გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ დროის განმავლობაში გამოცხადდება ცეცხლის შეწყვეტის პაუზებიც.

ამასთან, გუშინ, 22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში დღეს, 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, დღეს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics