09:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 13:38:06, 581 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, მარია თეოდორუსმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საბერძნეთის რესპუბლიკის თავდაცვის ახალი ატაშე სტეფანოს ლიკოპილოსი წარუდგინა, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახლახანს შეუდგა.

"ალექსანდრე დარახველიძემ საბერძნეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს არსებული პერსპექტივები და მზადყოფნა გამოხატეს აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში - "ზღვის მცველი" ფარგლებში, საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების განთავსების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ მადლიერება გამოხატა საბერძნეთის რესპუბლიკის მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი მხარდაჭერისა და შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics