|
2023-11-21 14:34:20, 761 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით პირველი მასშტაბური სამიტი - Ad Summit Tbilisi 2023 გაიმართა
"საქართველოს ბანკის" და Ad Summit Tbilisi - ის პარტნიორობით, საქართველოში პირველად, #1 ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიება - Ad Summit Tbilisi 2023, 19 ნოემბერს, Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi - ში გაიმართა. Ad Summit Tbilisi 2023- ს მიზანს მარკეტერებსა და ციფრული სფეროებით დაინტერესებულ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, თანამედროვე ტენდენციების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ღონისძიებას 20 - ზე მეტი სპიკერი და 400 - მდე სტუმარი ესწრებოდა. მის ფარგლებში სპიკერებმა ელექტრონულ კომერციაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და მარკეტინგულ ავტომატიზაციებზე, ბრენდ დიზაინზე, კონტენტ და ინფლუენსერ მარკეტინგზე ისაუბრეს, და ასევე, რამდენიმე საინტერესო ვორქშოფი და მასტერკლასი ჩაატარეს. ღონისძიებაზე სპიკერის რანგში იყვნენ "საქართველოს ბანკის" წარმომადგენლები : ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი - გიორგი კინწურაშვილი, რომელმაც ისაუბრა თემაზე „ანალიტიკა გადახდების მიღმა - ვინ იცნობს მომხმარებელს სოციალურ მედიაზე უკეთ" და "საქართველოს ბანკის" ახალი ციფრული პლატფორმა - Ads მენეჯერის პროდუქტის მფლობელი - თორნიკე სამადაშვილი, რომელმაც ვოქრშოფი ჩაატარა თემაზე: როგორ მიწვდეთ 1 300 000 მომხმარებელს Ads მენეჯერით. „მოხარულები ვართ, რომ "საქართველოს ბანკის" და Ad Summit - ის პარტნიორობით თბილისში ასეთი მასშტაბური მარკეტინგული ღონისძიება გაიმართა და გვქონდა შესაძლებლობა ფართო აუდიტორიისთვის გაგვეცნო "საქართველოს ბანკის" ახალი პლატფორმა - Ads მენეჯერი, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ გადაწყვეტები მონაცემზე დაყრნობით და შექმნან ეფექტური შეთავაზებები 1 300 000 - ზე მეტი ადამიანისთვის. ასევე, საშუალება გვქონდა გვესაუბრა სოციალური მედიისა და ანალიტიკის როლზე თანამედროვე სამყაროში. დღეს, ციფრულ სამყაროში, ბიზნესისთვის მთავარი ამოცანაა იცოდეს ვინ არის მისი მომხარებელი, როგორ იქცევიან ისინი, რა მოსწონთ და ა.შ რათა მათზე მორგებული შეთავაზებები შექმნან. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულ თანამედროვე გადაწყვეტებზე მუშაობას“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)