03:16 - 23 May, 2026
|
2023-11-20 17:21:01, 1445 ნახვა
ომი უკრაინაში
იაპონია უკრაინას ეკონომიკის აღსადგენად 160 მილიონ ევროს გადასცემს
იაპონია აპირებს, უკრაინას ეკონომიკური განახლების პროექტების მხარდასაჭერად, დამატებით 160 მილიონი ევრო გამოუყოს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. უკრაინის მთავრობის მეთაური იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრ კიოტო ცუჯის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სახელმწიფო მინისტრ კაზუჩიკა ივატასა და იაპონური ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შმიგალმა აღნიშნა, რომ იაპონიის გამოცდილება ომის შემდგომ უკრაინის ეკონომიკური აღდგენისთვის, შესაძლოა, სასარგებლო იყოს. "მადლობელი ვარ იაპონიის დელეგაციის დღევანდელი მისიისთვის, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს იაპონურ კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ უკრაინის ეკონომიკის აღდგენაში", - განაცხადა შმიგალმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)