|
2023-11-18 17:19:12, 2592 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის სამხედრო ტყვეთა საკოორდინაციო შტაბი - რუსეთმა ტყვეების გაცვლა გაყინა
რუსეთმა სამხედრო ტყვეების გაცვლა გაყინა, - ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, პეტრო იაცენკომ განაცხადა. მისი თქმით, სამხედრო ტყვეების გაცვლის გაყინვით აგრესორ ქვეყანას უკრაინული საზოგადოების შერყევა სურს. „რუსეთი ცდილობს უკრაინის საზოგადოების დესტაბილიზაციას, ცდილობს დაარწმუნოს ძველი სამხედრო ტყვეები, რომ გაცვლას აფერხებს უკრაინული მხარე. ის ითხოვს რაიმე სახის მასობრივ ქმედებებს ამისთვის იყენებენ ტყვეებს, როგორც უკრაინელებზე გავლენის კიდევ ერთ ბერკეტს“, - განაცხადა იაცენკომ. მისივე თქმით, უკრაინას ბევრი რუსი სამხედრო ტყვე ჰყავს და მზადაა ისინი უკრაინელ დამცველებზე გაცვალოს. "რუსი სამხედრო ტყვეების შენახვა საერთოდ არ გვჭირდება. ხვალაც სიამოვნებით გავცვლით მათ ჩვენს დამცველებზე" - დასძინა იაცენკომ. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის ტყვეთა ბოლო გაცვლა 8 აგვისტოს შედგა, როდესაც უკრაინამ საკუთარ ქვეყანაში 22 მებრძოლი დააბრუნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)