|
2023-11-17 15:49:14, 597 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი - პენიტენციურ სისტემაში მცირე ზომის დაწესებულების მშენებლობა ბოლო, ულტრათანამედროვე მიდგომაა
პენიტენციურ სისტემაში მცირე ზომის დაწესებულების მშენებლობა ბოლო, ულტრათანამედროვე მიდგომაა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას რუსთავში მიმდინარე ახალი დაწესებულების მშენებლობის მიმდინარეობაზეც ისაუბრა. „რუსთავში დავიწყეთ ახალი, მცირე ზომის დაწესებულების მშენებლობა, რომელიც გათვლილია 150 პატიმარზე. მოგეხსენებათ, რომ მცირე ზომის დაწესებულებები, ვინც, რა თქმა უნდა, ამ სისტემას იცნობთ, იცით, რომ მცირე ზომის დაწესებულება არის სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო, ულტრათანამედროვე მიდგომები, იმიტომ, რომ აქ უფრო მაღალ დონეზე არის შესაძლებელი ადამიანის უფლებების დაცვა და, ასევე, მისი მართვა არის ბევრად უფრო მეტად ეფექტიანი", – განაცხადა ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)