|
2023-11-17 13:13:53, 649 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - საქართველოში ყველა სახლს მისამართი ექნება - ახლად შექმნილი მისამართების რაოდენობამ 354 927 შეადგინა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში „დამისამართებული საქართველოს" რეფორმის შესახებ ისაუბრა. ბრეგაძის თქმით, ერთი წლის განმავლობაში 354 927 მისამართი შეიქმნა. „ჩვენ დავიწყეთ სისტემური დამისამართების პროექტი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სოფლების 80% იყო დაუმისამართებელი. ეს არის 30 წლის პრობლემა, მათ შორის, საბჭოთა პერიოდშიც ასე იყო. ყველა სახლს არ ჰქონდა მისამართი, ხოლო დღეის მდგომარეობით, სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში, შეიქმნა 354 927 მისამართი. ალბათ, ყველანი ვხვდებით, რა შრომა დგას ამ ყველაფრის უკან, რომ ამდენი ახალი მისამართი გაჩენილიყო. ამ პროექტის დასრულების შემდგომ, რომელიც, ფაქტობრივად, 2024 წლის დასაწყისში დასრულდება, საქართველოში ყველა სახლს ექნება მისამართი და ყველა ადამიანს შეეძლება, რომ კონკრეტულად მიუთითოს თავისი საცხოვრებელი ადგილი. დღეის მდგომარეობით, ადამიანი იტყვის, რომ ცხოვრობს რომელიღაც სოფელში და მისი მიგნება პრაქტიკულად შეუძლებელია იმიტომ, რომ არც ქუჩას აქვს ნომერი, არც სახლს და ასე შემდეგ და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება",- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)