|
2023-11-17 11:44:16, 568 ნახვა
საზოგადოება
საინვესტიციო მრჩეველი „თიბისის“ ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმისა და „თიბისი კონცეპტ 360-ის“ მომხმარებლებისთვის
თუ "თიბისის" ციფრულ ბანკში საინვესტიციო ანგარიში გაქვს და თან "თიბისი კონცეპტ 360" ნაკრების მომხმარებელიც ხარ, შესაძლებლობა გაქვს საინვესტიციო მრჩევლის მომსახურებით ისარგებლო. გონივრული ინვესტირების პროცესში, ტექნიკურ ცოდნასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია წვდომა გქონდეს ანალიტიკოსების ექსპერტულ ხედვაზე და განახლებულ ინფორმაციაზე. სწორედ ამ პროცესში დაგეხმარება საინვესტიციო მრჩეველი. პირველ ეტაპზე, მრჩეველი, შენს საინვესტიციო პროფაილს შეადგენს, სადაც გათვალისწინებული იქნება შენი მიზნები, რისკის დონე და მომგებიანობის მოთხოვნილება. შემდეგ, "თიბისი კაპიტალის" საბროკერო მიმართულების კვლევების გუნდთან ერთად, შენს საინვესტიციო პორტფელს მოამზადებს. საინვესტიციო მრჩეველი, პორტფელისთვის, შენთვის საინტერესო ფინანსურ ინსტრუმენტებს შეარჩევს: აქციებს, ფონდებს, ობლიგაციებს და რაც მთავარია, ინვესტირებაში და ტრანზაქციების აღსრულებაში დაგეხმარება. საინვესტიციო მრჩეველი ყოველთვიურად პერფორმანს რეპორტს გაგიზიარებს, კვარტალში ერთხელ კი ფიზიკურად შეგხვდება და პორტფელის მომგებიანობას, ფინანსური ინსტრუმენტების რებალანსინგის საჭიროებას და პორტფელთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავთ. ასევე, გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციებსა და საინტერესო საინვესტიციო შეთავაზებებს გაგიზიარებს. თუ დაინტერესდი საინვესტიციო მრჩევლის მომსახურებით, მიმართე პირად ბანკირს. არ გადადო, დააბანდე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)