|
2023-11-15 19:12:59, 740 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ქობულეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს მომავალი წლის გეგმები გააცნო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ქობულეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს მომავალი წლის გეგმები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე მიმდინარე წლის სიახლეებსა და მიღწეულ შედეგებზე. "2024 წელს გაიზრდება სოფლის ექიმებისა და ექთნების დანამატი. გეგმის მიხედვით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებს დანამატის სახით 400 ლარს, მედდებს 250 ლარს გამოუყოფს. დანამატი სახელმწიფო პროგრამის პარალელურად გაიცემა. 25 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა ჯანდაცვის, ხოლო 15 მილიონზე მეტი ლარი სოციალური მიმართულებით. იზრდება თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი დაშესაბამისად, ფართოვდება მოსარგებლე პირთა ჩამონათვალი”, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. მინისტრმა შეხვედრაზე ქობულეთში მოღვაწე 5 ღვაწლმოსილი ექიმი სიგელით დააჯილდოვა:
ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე, მრჩეველი კობა ნაკაიძე, ქობულეთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)